USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 8 ივლისს?
дата:  541

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 8 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, დიდი ლილოს დასახლების, პატარა ლილოს დასახლების, სამგორი-2 დასახლების, მეფრინველეობის ფაბრიკის დასახლების, ლოჭინის დასახლების, საქსოფმშენის დასახლების, საქნავთობის დასახლებების, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ღლონტის, ორახელაშვილის, იუმაშევის, გოკიელის, კობახიძის და მეკოკიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ქვემო მელითონეთა დასახლების, აფრიკის დასახლების, რქაწითელის, საფერავის, ალექსანდროულის, ზემო მეტალურგიულის, ჩხავერის, თავკვერის, ზურაბ იარაჯულის და ველისთავის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), ოთხი ათასი მესხის, დავარის, ასმათის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მახალდიანის, რკინიგზის და იოსელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати