USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 8 აგვისტოს?
Date:  

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, ღრმაღელის დასახლების, ავშნიანის დასახლების, ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, ზღვისუბნის  დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), თიანეთის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ზიგზაგის, ლიახვის, ნიკოლოზ შენგელაიას, მუხრანის, ტიბაანის, ხორნაბუჯის, ანაპის 414-ე დივიზიის, ვარდისუბნის, გურამიშვილის, სამუელ ბუაჩიძის, ფეიქრების, არბოს, ხევისუბნის, ურეკის, ჟინვალის, ღრმაღელის, ვანათის, შალვა ჯაფარიძის, გუდამაყრის, აბესალომ ვეკუას, სანერგის, ჩარგლის, ფეიქართა, ერწოს,  დავით გარეჯელის, გლინკას, ქსნის, ქვიშხეთის, უცნობ გმირთა, ბოგვის, რატევანის, გარეჯის, მამუკა ბეინაშვილის, სიხარულიძის, გვაზაურის, ანაპის, შენგელიას, გურამ ქუთათელაძის, დომენტი ჟღენტის, ჭოპორტის და ნაგომარის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ავთანდილ ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის, ქსოვრელის და ინდუსტრიის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ) და სანაპირო კოსმონავტების ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way