USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 7 ივნისს?
дата:  463

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას I, II კვარტლების, ბროლოსანის, კოსტავას, იოსებიძის, ხვიჩიას, საბურთალოს, შარტავას, ვახტანგ ჭაბუკიანის, შორსის, მუხრან მაჭავარიანის, დავარის (ნაწილობრივ), ფანჯიკიძის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის და კანდელაკის ქუჩების  მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის გორის, საბურთალოს (ნაწილობრივ) და საირმის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზრის (ნაწილობრივ), ასათიანის, დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბელის და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კავსაძის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, არაყიშვილის და ქობულეთის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ლეხ კაჩინსკის, კასპის, აწყურის, წინანდლის, ვაჟა ივერიელის, 300 არაგველის, შირაქის, შორაპანის, სამრეკლოს, ხარაგაულის, ლადო მესხიშვილის, ალვანის, ცუცქირიძის, ლომოურის, სამოქალაქოს, იორის, ხიდისთავის, გელათის, მეტეხის, დუშეთის, არარატის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი ლასხიშვილის, გაბრიელ ეპისკოპოსის, დოლაბაურის, ფორაქიშვილის, ნავთლუღის, ჰოსპიტლის, სოფრომაძის, ჭრელაშვილის, წერნაკის, ხივინის, კაჭარავას, ჰოლბრუკის, იუნკერთა, ლობჟანიძის, ურიცკის, სპარტაკის, კალატოზის, ქედის, ელენე ახვლედიანის, შემოსავლის, კარდანახის, ორხევის, გრემის, ბურების, გაბისკირიას, ბახვის და ხიდისთავის ქუჩების   მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), ღლონტის, იუმაშევის, არსენ მეკოკიშვილის, ჭირნახულის და ორახელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის, ბესიკ გეთიას, პაატა ჯანელიძის და არსენ იყალთოელის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III  მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ) და გია რომელაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შუშის და ბაღნარის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати