USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 7 ივნისს?
Date:  730

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, გოგებაშვილის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ბარნოვის, ივანე კერესელიძე და თეიმურაზ ჩირგაძის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გორგასალის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), გუდაუთის, გვეტაძის, დავით ბაქრაძის, სტანისლავსკის, გოგოლაურის, კვინიტაძის, ხოშარაულის, კოროშინაძის, ზესტაფონის, ტყიბულის, სოხუმის, ზუგდიდის, კერესელიძის, აგლაძის, ელიავას, ვანის, თევდორე მღვდლის, ცემის, კედიას, ევდოშვილის, სამტრედიის, ყიფიანის, ბაგრატიონის, გაფრინდაულის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.     

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), პეტრიწის, პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მოსახლეობას.     

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way