USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 7 ივლისს?
Date:  

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 7 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის( ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მურმან ლებანიძის, ბორჯომის, ცაბაძის, თევდორე მღვდლის, სადგურის, ტერენტი გრანელის, მამარდაშვილის, ჩიტაიას, ივანე ჯავახიშვილის, გოგი დოლიძის, კიევის, ბენაშვილის, ჩუბინაშვილის,  მაზნიაშვილის, ჩიქობავას, გიორგი ერისთავის, ანაკლიის, კლდიაშვილის, ორჯონიკიძის, ჩანჩიბაძის, ახალციხის, მარჯანიშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, სულუხიას, ჩიქობავას, რომის, ტყვიავის, მოსე გოგიბერიძის, სუნდუკიანის, ჩერნიშევსკის, ზაქარია ქურდიანის და ნეკრასოვის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ჩიტაიას, ჩუბინაშვილის, ჩიქობავას, ბენაშვილის, მაზნიაშვილის, ტერენტი გრანელის, მამარდაშვილის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, სადგურის, მურმან ლებანიძის, ცაბაძის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, ცაგარელი, საბურთალოს, შმიდტის, ბურძგლას, ვასო გოძიაშვილის და ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს  II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), არდაზიანის, ვაზისუბნის, სოკრატ არშბას, შარტავას, გაგარინის, ზემო ვეძისის, სახოკიას, გაბრიელ ისაკაძის, ბაჩანა ბრეგვაძის, პეტრიწის, თოფურიძე ვალენტინის, მუხრან მაჭავარიანის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, ელგუჯა ამაშუკელის, კონსტანტინე კაპანელის, პაატა დათუაშვილის, საბურთალოს, ვასო გოძიაშვილის, საირმის, ცაგარელის, შმიდტის,  ბურძგლას და ქართველიშვილის ქუჩების მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ დოლიძის, ზაურ ბოლქვაძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 VI, VII, VIII, IX კვარტლების (ნაწილობრივ), აეროდრომის  დასახლების (ნაწილობრივ), შუამთის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილი-3 I, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის  I, II, IV მიკორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), მხატვრების დასახლების (ნაწილობრივ), დავით ბერიაშვილის, გიორგი ბერიაშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, მამისაშვილის, ეკატერინე ბაღდავაძის, შალვა მშველიძის, შანდორ პეტეფის, ზურაბ პატარიძის, ხელოვანთა, დავით კვაჭანტირაძის, ნიკო მუსხელიშვილის, ემზარ სულაქველიძის, თეოფანე დავითაიას, ალუბლების და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბახმელის, გორგასალის, ხონელის, ხარფუხის, იაკობ ცურტაველის, იოსებ გრიშაშვილის და შუშინის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტაბახმელის, გორგასალის, ხონელის,  ხარფუხის, იაკობ ცურტაველის, იოსებ გრიშაშვილის და შუშინის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way