USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 7 აგვისტოს?
Date:  

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დიღმის მასივის I, III, IV, V, VI  კვარტლების (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის, მიქელაძის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბორის პაიჭაძის ქუჩების მოსახლეობას.  

ნაძლადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, ჟღენტის, თიგიშვილის, კონდოლის, ზაქარაიას, სამღებროს, კაჭრეთის, თამარაშვილის,  ინწკირველის და ურიდიას ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვარკეთილი-3 IV მიკორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის  II რიგის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვარკეთილი 3  ზემო პლატოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), რომანოზ ხომლელის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ივერიელის, თელავის, წინანდლის, კასპის, კობარეთის, ახმეტის,  ავლიპ ზურაბიშვილის, ხახანაშვილის, აწყურის, დოესის და კასპის ქუჩების მოსახლეობას.  

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის  ქუჩის მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ლისის ტბის დასახლების, ზემო ვეძისის დასახლების  (ნაწილობრივ), კვაჭაძის, ერისთავის, შალვა ნუცუბიძის, ივანე ბერიტაშვილის, ივანე გვარამაძის, დგებუაძის, ლევან ჩარკვიანის, ინტენსიფიკაციის, მაჭავარიანი მუხრანის, უნივერსიტეტის, მიხეილ თამარაშვილის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, კეკელიძის, ნაფარეულის, რაფიელ ერისთავის, შატბერაშვილის, შროშის, ჯანაშვილის, ქობულეთის, თაქთაქიშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way