USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 6 ნოემბერს?
თარიღი:  344

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, აკაკი  ბაქრაძის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, დიღმის მასივის II კვარტლის, ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიძე ვალენტინის, გოძიაშვილის, არზაყან  ემხვარის, სარაჯიშვილის, მაჭავარიანის, ფარჯიანის, გაბაშვილის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, საბურთალოს, იოსებიძის, ხვიჩიას, ბახტრიონის, ფანასკერტელი-ციციშვილის, კოსტავას, იყალთოს, მთის, ალექსანდრე ბასილაიას, ნინო რამიშვილის, მიხეილ თამარაშვილის, ტაშკენტის, გამსახურდიას, გამრეკელის, ცაგარელის, ბურძგლას, ლიხაურის, სიმონ ჩიქოვანის და შმიდტის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის  II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის  აგარაკების, დუმბაძის გამზირის, სამეგრელოს, 26  მაისის, ვარდისუბნის და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალის გზატკეცილის, სოფელი გლდანის, მუხიანის დასახლების, მუხიანის აგარაკების,  მუხიანის IVბ მიკრორაიონის, სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბაირამაშვილის,  გობრონიძის, ავალიშვილის, ვაშაკიძის, რიონის, კრუპსკაიას, ლიბანის, ანდრონიკაშვილის, წერეთლის, ერისთავი-ჯორჯაძის და ულიანოვის ქუცების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, ერისთავის, ქობულეთის, ფალიაშვილის, ბარნოვის, ქუთათელაძის, ბურკიაშვილის, მცხეთის, ბაზალეთის, ნაფარეულის, თაქთაქიშვილის, შროშის, შატბერაშვილის, ჯანაშვილის და კეკელიძის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, სამგორის დასახლების, საქნავთობის დასახლების, ვაშლოვნელის, დევდარიანის, აბაკელიას, ჩანტლაძის და ჩიკვაიძის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის