USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 6 ივნისს?
дата:  470

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხინი I მიკრორაიონის (ნაიწლობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II, VI მიკორორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის, პეტრე იბერის, გოძიაშვილის, ქავთარაძის (ნაწილობრივ), ანჯაფარიძის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალეკო შენგელიას, ბელინსკის, გოგებაშვილის, გუნიას, ზანდუკელის, ჭოველიძის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ბარნოვის, ივანე კერესელიძე, თეიმურაზ ჩირგაძის, რჩეულიშვილის და   ბაშალეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი თელეთი, ფონიჭალას IIIა, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ჟორდანიას, ლევან ღოღობერიძის, ევგენი გეგეჭკორის, სერგი სურგულაძის, შოთა ნიშნიანიძის, ვირსალაძის, პეტრიწის და ლომინაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების  XI მიკრორაიონის  II, III კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IX კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის, ავშნის, მონადირის, მუხიანის, ნიკოლოზ ჯანაშიას და ძმები ჭილაშვილების ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის და იარაჯულის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფოთის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати