USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 6 ივნისს?
дата:  248

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის და ნაძალადევის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ავჭალის სამხედრო დასახლების, თემქის დასახლების III, IV მიკრორაიონების, ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის X კვარტკის, მუხიანის საერთო საცხოვრებლების, მუხიანის  II, IV, IVა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის  აგარაკების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, გორგაძის, ერისთავის, გობრონიძის, გაბაშვილის, შეშელიძის, ქედის, ქობის, რჩეულიშვილის, ლურჯქედის, ლაგურაშვილის, საგუბარის, გაბაშვილის, ქერჩის, ანაგის, რიცეულას, შემოდგომის, გაზაფხულის, თერჯოლის, ამბროლაურის, ბორჯომის, ერთობის, ისუნდერის, არწივის, ალავერდის, ლეჩხუმის, კაცხის, შოვის, საირმის, სვანეთის, საჩხერეს, მუხურას, ხანძთის, ნაკრესის, რაჭის, რიონის, სკანდის და ვარდისუბნის ქუჩების    მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების, საქსოფმანქანის დასახლების, მეფრინველეობის დასახლიების, ნავთლუღის დასახლების, თოიძის, ლორთქიფანიძის, ქაიროს, სტურუას, რუსთაველის, ღლონტის, აფხაზავას, ჭირნახულის, ფრანგულიანის, ტყემალაძის, ორახელაშვილის, ბაქარაშვილის, ნამორაძეს, მროველის, გოკიელის, იუმაშევის, კობახიძის და ხარაძის ქუჩების მოსახლეობას.      

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების,  ნავთლუღის-2 დასახლების II, IV ქუჩების, საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს,  თოიძის, ლორთქიფანიძის, ქაიროს, სტურუას, რუსთაველის, ღლონტის, აფხაზავას,  ჭირნახულის, ფრანგულიანის, ტყემალაძის და ორახელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, დიღმის სასწავლო  მეურნეობის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას და ხელაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეფე  არჩილის ქუჩის მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  პუშკინის, დიუმას, ვერცლის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელინსკის, ჭოველიძის, გუნიას, გოგებაშვილის, კეკელიძის და პეტრიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати