USD 2.7002
EUR 3.1679
RUB 3.2114
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 4 დეკემბერს?
Date:  502

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ),  ლაგურაშვილის, ღვალაძის და გაბაშვილის ქუჩების  მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ევროპის მოედნის,  მეტრო ისნის მიმდებარე  ტერიტორიის, ღვინის  აღმართის, ფერიცვალების,  მაჭარის,  იალბუზის, ლეხ კაჩინსკის,   300 არაგველების, არბოშიკის, შავსოფლის, ბოჭორმის, ბოდბის, ზახაროვის, დოლაბაურის,   ჯორჯაძის, იორის, გუთნის, რუისის, ჯორბენიძის, ჩეხოვის, ნავთლუღის, რიჩარდ  ჰოლბრუკის, ლუსინიანის, ლეილა აბაშიძის, წერნაკის, ფორაქიშვილის, პატარძეულის, კაჭარავას, ჭრელაშვილის, მეფე სოლომონ ბრძენის, ისნის, დემეტრე  მეგრელის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ლობჟანიძის და ფერიცვალების ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

tbilisi
თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

თბილისის აეროპორტში ბანგკოკიდან 20 კგ-მდე მარიხუანას შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ავრცელებს.

"საბაჟო გამშვები პუნქტი "თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა (19,4 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

მებაჟე ოფიცრის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის რენტგენო ინსპექტირების სკანერით დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა საეჭვო შიგთავსი, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირის მიერ, მოხდაბარგის სპეციალური წითელი ფერის წებოვანი სტიკერით ნიშანდება და ის დამატებით, ფიზიკურ დათვალიერებას დაექვემდებარა.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, რომელიც ბანგკოკი-მუმბაი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა, სამგზავრო ჩანთაში, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა 34 შეკვრად დაფასოებულ ჰერმეტულ შეფუთვაში ჰქონდა განთავსებული", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების შესაბამისად, აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way