USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 29 ნოემბერს?
дата:  935

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 29 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  წავკისის და დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ყიფშიძის, აბულაძის და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო  „300 არაგველების“ მიმდებარე ტერიტორიის, გუთნის, ხახანაშვილის, წინანდლის, ახმეტის, მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის, ივერიელის, ჟონეთის, ნიაბის, სომხეთის, ბეთანიის, ბზიფის, საინგილოს, კვალეთის, ნაქერალას, გუმბრის, ახალუბნის, ფშავის, შაქრიანის, კაიშაურის, გოლოვნის, რაზიკაშვილის, განთიადის, ოძისის, ბეღლეთის, თეძამის, სათემოს, მარტყოფის, ერისთავის, გედევანიშვილის, კიკეთის, რუისპირის, სამრეკლოს და ხივინის ქუჩების მოსახლეობას. 

ჩუღურეთის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დადიანის, ზაზიშვილის, გროზნოს, ჩიტაიას, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ცხრა ძმა ხერხეულიძის და ართვინის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати