ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, შერვაშიძის, კვარაცხელიას, დოლიძის და ორჯონიკიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ანაპის და უცნობ გმირთა ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, ჟინვალის, ლიახვის, ჩარგლის, ნიკოლოზ შენგელაის და აბესალომ ვეკუას ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უშანგი ჩხეიძის, უზნაძის და ხუდადოვის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ხუდადოვის, ცაიშის, რეხის, გაბისკირიას, ვანო ხორნაულის, ეშბას, ალექსანდრე ყანჩელის, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის, ჯინჭარაძის, ტერენტი გრანელის და მამულაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, კუპრაძის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, იორის, ლადო მესხიშვილის, გონაშვილის, ფაღავას, ცისკრის, შავსოფლის, ბოჭორიძის, არბოშიკის, დესპინე გელოვანის, ბოჭორმის, ბოდბის, იალბუზის, ლეხ კაჩინსკის, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, პატარძეულის, კაჭარავას, სამასი არაგველის, ალექსანდრე ახვლედიანის, გლახო ზახაროვის, ეთერ კაკულიას, დოლაბაურის და უჯარმის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უშაკოვის და ყვარლის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, თიანეთის გზატკეცილის, ქერჩის, გაგარინის, მამკოდის, ტაბიძის, ჯანჯღავას, კაჭარავას, ხევძმარის, ახმეტელის, ომარ ხიზანიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ილორის, ხიზამბარელის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, ხიზაბავრის, ვეკუას და ხევძმრის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ჯუღელის, ფარნაოზ ლაპიაშვილის და სატივეს ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედანის, 26 მაისის მოედანის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, მზიურის პარკის ტერიტორის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, იოსელიანის, ახალშენის, მიცკევიჩის, სიმონ ჩიქოვანის, ქარელის, ჭიათურის, კოსტავას, ოჟიოს, ზურაბ ქაფიანიძის, გამრეკელის, კუტუზოვის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, საირმის, ცაგარელის, გიორგი მიროტაძის, სულხან ნასიძის, ზაურ ბოლქვაძის, ბახტრიონის, მერაბ ალექსიძის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, ვიქტორ დოლიძის, გამსახურდიას, ბერბუკის, პანკისის, ხაზინის, შმიდტის, ანდრია აფაქიძის, ნინო რამიშვილის, ჯანო ბაგრატიონის, ბურძგლას, მიჩურინის, პავლე ასლანიდის, გურამ ბზვანელის, ანა კალანდაძის, ტეხურის, ტუსკიას, ფანსასკერტელი-ციციშვილის, ხვიჩიას, იოსებიძის, კიტა ბუაჩიძის, ლიხაურის, იყალთოს, სულაკაურის და ბაკურციხის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაჟა- ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, ჯურხა ნადირაძის, ვაგან მამასახლისოვის, ლევან ალექსიძის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/