USD 2.7277
EUR 3.0441
RUB 2.9473
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 28 ივნისს?
дата:  237

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის, ორბელიანის, სანაპიროს, ხიდისთავის, ხიდის, კრწანისის და მეფე სოლომონ II ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალას III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ), ზემო ფონიჭალას დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი თელეთის, თელეთის, ევგენი გეგეჭკორის, ლევან ღოღობერიძის, სერგი სურგულაძის, ჟორდანიას, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების, გარდაბნის და ლომინაძის ქუჩების    მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის (ნაწილობრივ), თემქის დასახლების IV, IX კვარტლების (ნაწილობრივ), დომენტი ჟღენტის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, ურეკის და გურამ ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას I, II კვარტლების (ნაწილობრივ), არჩილ  სულაკაურის, შორსის, ხვიჩიას, კოსტავას, შარტავას, გოთუას, ვახტანგ ჭაბუკიანის, ბროლოსანის, საბურთალოს, იოსებიძის და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წურწუმიას და ირბახის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახუშუტი ბაგრატიონის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის VII მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ქერჩის, ომარ ხიზანიშვილის, კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის,  ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძის, ხოჭის ტბის, ლიბანის, სალხინოს და ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ასათიანის, ბროსეს, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ლადო ალექსი-მესხიშვილის, ათონელის, ჭანტურიას, ამაღლების, ჭონქაძის, ლერმონტოვის, იაშვილის, გიგა ლორთქიფანიძის, მანჯგალაძის, ფხოვის, ხაზინის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, გრიგოლ აბაშიძის, ჯორჯაძის, პუშკინის, ვასო აბაშიძის და განათლების ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, VI, X კვარტლების (ნაწილობრივ), შუამთის, თრიალეთის, კალოუბნის და  საცხენისის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სოფელი ნასაგურის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების (ნაწილობრივ), იოსებ ალავერდელის,  თამრო ვაშლოვნელის, გიორგი ჩიკვაიძის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

область
სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, შიდა ქართლში ამჟამად მიმდინარეობს 28 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
 
დასრულებულია საბავშვო ბაღის შენობის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და მოპირკეთების სამუშაოები
 
საბავშვო ბაღის ახალ შენობაში ეწყობა საძინებელი, სათამაშო, გამოსაცვლელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, სასადილო, სამრეცხაო, ლიფტი და საევაკუაციო კიბეები. ეზოებში მოეწყობა სათამაშო მოედნები
 
თანამედროვე სტანდარტებისა და დადგენილი ნორმების სრული დაცვით აშენებული ახალი საბავშვო ბაღის შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აღსაზრდელებისათვის
 
„სოფელ ოკამში 75 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. მალე დასრულდება დარჩენილი სამუშაოები და ეზოს აღჭურვა ატრაქციონებით. ბაღში სრულად მოეწყო საინჟინრო ქსელები, ფუნქციური ოთახები, დარბაზი შემოქმედებითი განვითარებისთვის, კვების ბლოკი და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურული ელემენტი,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სოფელ ოკამის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის 1.8 მილიონი ლარის დაფინანსებით ახორციელებს
2024-2025 წლებში შიდა ქართლის რეგიონში დასრულდება 24 საბავშვო ბაღის მშენებლობა და 4 ბაღის რეაბილიტაცია. მათ შორისაა, 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაბა სურამში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати