USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 28 ივლისს?
თარიღი:  783

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 28 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ქვემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების, სვანების დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, რუსთავის გზატკევილის, მარნეულის გზატკეცილის, ფონიჭალის IIIა მიკრორაიონის, წმინდა ბარბარეს უბნის, ვირსალაძის, სურგულაძის, ღოღობერიძის, ნიშნიანიძის, ქინძმარაულის, სოღანლუღის, სადგურის, ამილახვრის, გორგასლის, ჭალადიდის, ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), თელეთის და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.     

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუგეულის, ახტალის, დიდი-ჯიხაიშის, სანერგის, გეგუთის, კიშინიოვის, დარკვეთის, ზეკარის, სამღერეთის, სვირის, დომენტი ჟღენტის, წერონისის, იმერეთის, ასურეთის, კურსების, თოდრიას, ლაითურის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ლუბოვსკის, სანავარდოს, მაჩხაანის, მირზაანის, ცინცაძის და ლისაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვირსალაძის, ფხოვის, ხაზინის, ათონელის, ფურცელაძის, პუშკინის, ვეკუას, ნადიკვარის, ჭანტურიას, 9 აპრილის, ბროსეს, სანაპიროს და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ბროსეს და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, ზურაბ საკანდელიძის და  გიორგი დანელიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ქვემო ლისის, სოფელი თხინვალას, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ლეო კვაჭაძის ქუჩის  მოსახლეობას.  

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ)მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის