USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 25 მაისს?
თარიღი:  737

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 25 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და შოთა ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას  გამზირის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის (მაწილობრივ), კვანტალიანის, გოძიაშვილის, პეტრე სარაჯიშვილის, ჯურხა ნადირაძის,  თოფურიას, შავიშვილის, უნივერსიტეტის, გიორგი  დანელიას და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ),  ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, მრევლიშვილის, სამტრედიის, გუდაუთის,   ცაბაძის, მეტრეველის, ქურდიანის, წინამძღვრიშვილის, კვინიტაძის, უზნაძის, ბაგრატიონის,  სოხუმის, ზუგდიდის, ტრანსპორტის, ერისთავის, კარალეთის, ნინუას, ზესტაფონის, ხვინგიას და ბენდელიანის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის, უშანგი ჩხეიძის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას.  

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელა  ჭედიას ქუჩის მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია  ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის პარკის ტერიტორიის, ნინო რამიშვილის, ატენის და ჭაბუ ამირეჯიბის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, შოთა ნიშნიანიძის და გულიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის