USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 25 ივლისს?
дата:  514

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის II, III, IV მიკრორაიონების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე არჩილის, პეტრე იბერის, მირიანაშვილის, სვანიშვილის, ახალციხელის, დემეტრე თავდადებულის, კირსელაძის, დელისის, კამანის, გაზაფხულის, გურიელის, ნუცუბიძის და ნადარეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.    

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, მუხიანის IV მიკრორაიონის, გობრონიძის, ვაშაკიძის და ბაირამაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

общество
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати