USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 24 მაისს?
თარიღი:  540

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

 ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), საკანდელიძის, უნივერსიტეტის, დანელიას და ბარნოვის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის, ჯანაშიას, მელიქიშვილის და ხორავას ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), წულაძის, თეთრიწყაროს, ბოგდან ხმელნიცკის, ციხისძირის, ქობელაშვილის და ბაქარაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

 სამგორის რაიონი

 ქსელში გადართვების გამო 07:00 საათიდან 07:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, ჭირნახულის, იუმაშევის და ორახელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, ზაქრაძის, მეუნარგიას, ლელაშვილის, გრომოვის, სამშვილდის, წყაროს, აგარის, სარკინეთის, გოგი ზაზიშვილის, აფხაზეთის, აჭარის, არგვეთის, მარუაშვილის, ტყეკულტურის, ვეშაპურის, მესხის, კელაპტრიშვილის, სტურუას, მანჯგალაძის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.  

 საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II, IV კვარტლების, ნუცუბიძის, გურიელის,  ბენდელიანის, კოსტავას, ალექსიძის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.

 გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ემხვარის, პეტრიწის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, სტანისლავსკის, გოგოლაურის, აგლაძის, კერესელიძის, ვანის, თევდორე მღვდლის, ზესტაფონის, დავით ბაქრაძის, კედიას, ევდოშვილის, ცემის, სოხუმის, ზუგდიდის, სამტრედიის, ვახუშტი ბაგრატიონის, გუდაუთის, გაფრინდაულის, ყიფიანის და გვეტაძის ქუჩების მოსახლეობას. 

 გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის, გუდაუთის და სამტრედიის ქუჩების მოსახლეობას. 

 გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ზაჰესის, რევოლუციის, ულიანოვის, შუშის, ბაღნარის, ჩიქვანაიას, სკოლის, მანაგაძის, ბარისახოს, უწერის, ვარდევანის, ყუშიტაშვილის და ჭრებალოს ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სხვიტორის, ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ზაჰესის, რევოლუციის და ულიანოვის  ქუჩების მოსახლეობას. 

 კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის