USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 23 მაისს?
Date:  525

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

 საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათის, მეფე მირიანის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების და თოფურიძის ქუჩის მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის, მარგიანის, ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, შანდორ პეტეფის, დავითაიას და ალუბლების ქუჩების მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, ქუთათელაძის, შროშის, ქობულეთის, კეკელიძის, შატბერაშვილის და მცხეთის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტეტიშვილის, არსენას, ყიფიანის, ბესიკის, ფარაჯანოვის, ინგოროყვას, ზუბალაშვილების, მესხის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ბეთანიის და კოჯრის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაყაშვილის და კაკაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, დიდუბის დასახლების, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ტრანსპორტის, პროლეტარის, სამტრედიის, რაფიელ აგლაძის, გუდაუთის, მირცხულავას, ვანის, ელიავას, ცემის, დავით ბაქრაძის, სტანისლავსკის, სპირიდონ კედიას, არჩილ ქურდიანის, გიორგი კვინიტაძის, უზნაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ბაღის, წყალტუბოს და ნადირა ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აგლაძის და სტანისლავსკის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II  მიკრორაიონების, გობრონიძის, გაბაშვილის, ხევძმარის, შენგელიას, ბრონშტეინის და ახმეტელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I, II მიკრორაიონების, გობრონიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, ჭირნახულის, იუმაშევის და ორახელაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way