USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 22 მაისს?
дата:  325

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ჭილაძის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, გამრეკელის და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, VI, VII კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, თოფურიძის, თამარაშვილის, ნუცუბიძის, შავგულიძის, შარტავას, ცაგერის, იშხნელების, იოსებიძის, საბურთალოს, ცინცაძის, ბაგრატიონის, მიცკევიჩის, ქავთარაძის, ანჯაფარიძის, ფხაკაძის, დანელიას, იოსელიანის, უნიცერსიტეტის, შავიშვილის, ნადირაძის, თოფურიას, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, კუტუზოვის, გამრეკელის, ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ნუცუბიძის და მეგრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჭყონდიდელის, მახალდიანის, ურიდიას, ცისარტყელას, მანჯგალაძის, ჩაქვის, ზესტაფონის, ბენდელიანის, ტრაქტორის, სააკაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, რკინიგზის და ნინუას ქუჩების მოსახლეობას.  

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნორიოს აღმართის, უფლისციხის, საქარის, ჩეჩელაშვილის, ართვინის, მნათობის, ლარეხის, მიჩურინის და მამარდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების,  გუდაუთის, გვეტაძის, დავით ბაქრაძის, სტანისლავსკის, გოგოლაურის,  კვინიტაძის, ხოშარაულის, კოროშინაძის, ზესტაფონის, ტყიბულის, სოხუმის, ზუგდიდის, კერესელიძის,  აგლაძის, ელიავას,  ვანის, თევდორე მღვდლის, ცემის, კედიას, ევდოშვილის, სამტრედიის, ყიფიანის, ბაგრატიონის, გაფრინდაულის და მირცხულავას ქუჩების   მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), მტკვრის მარცხენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების,  გუდაუთის, გვეტაძის, დავით ბაქრაძის, სტანისლავსკის, გოგოლაურის,  კვინიტაძის, ხოშარაულის, კოროშინაძის, ზესტაფონის, ტყიბულის, სოხუმის, ზუგდიდის, კერესელიძის,  აგლაძის, ელიავას,  ვანის, თევდორე მღვდლის, ცემის, კედიას, ევდოშვილის, სამტრედიის, ყიფიანის, ბაგრატიონის, გაფრინდაულის და მირცხულავას ქუჩების   მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 16:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კედიას და ულიანოვის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კეკელიძის, თაყაიშვილის, ბარნოვის, ფალიაშილის და ნაფარეულის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კიკეთის, სოფელი კოჯრის და სოფელი ბეთანიის მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, შანდორ პეტეფის, დავითაიას და ალუბლების ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, ჭირნახულის, იუმაშევის და  ორახელაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  მოსკოვის გამზირის, ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ჩაჩუას, რამიშვილის და ლაღიძის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტეხის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, მაჭარის და რუისის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Тбилиси
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати