USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 22 ივნისს?
дата:  798

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა  მოედნის, გელოვანის  გამზირის (ნაწილობრივ), სამხედრო  გზატკეცილის,  აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეტრე იბერის, ფატმანის, მირიანაშვილის, თინათინის, დემეტრე თავდადებულის, სვანიშვილის, შალვა ახალციხელის, გიორგი ბრწყინვალეს, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელის, რამაზის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის,  ვეხტმანის, მარკო პოლოს, ცხაკაიას, შაქარაშვილის, მირიან მეფის, არჩილ მეფის, ფრედერიკ  მონტერეს, კასტელის, ერედვის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, უსენის, რაინგესის, კლაპროტის, ვეფხისტყაოსნის, ხატაეთის, ტარიელის, ჰუგო ჰუბერტის, სტრაბონის, ნიკო ბურის,  არქანჯელო ლამბერტის, ავთანდილის, მაჭავარიანის, პეტრიწის, კოსტავას და სიმონ  ჩიქოვანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის  ხეივნის მე-12 კილომეტრის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ფარსადანის,  დემეტრე თავდადაებულის, ჭილაძის, ქართველიშვილის, ტაშკენტის, საირმის, ბუდაპეშტის, კანდელაკის და ონიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.  

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს,  ვერეს დაღმართის, საქანელას, გუდიაშვილის, სანაპიროს,   შოთა მესხის,  ასათიანის, თაბუკაშვილის, ლაღიძის, გიგა ლორთქიფანიძის, ჭონქაძის, ამაღლების,  ლერმონტოვის, იაშვილის, კირილე უკლებას, ბესიკის, მთაწმინდის, ჩიტაძის, კრავეიშვილის, მოსიძის და როდენის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ორბელიანის მოედნის, ათონელის, ჯორჯოაშვილის, ჭანტურიას, ფხოვის, ხაზინის, ხიდის და 9 აპრილის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის  მასივის VII მიკრორაიონის და შირაქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე  დადიანის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია  ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თარხნიშვილის და ანასტასია ხოშტარია-ერისთავის  ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის (ნაწილობრივ) და გორგასალის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის მე-13 კილომეტრის, აექსეევკის დასახლების და ქვემო ალექსეევკის დასახლების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати