USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 20 ივნისს?
თარიღი:  548

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 20 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის  გამზირის (ნაწილობრივ) და გრიბედოვის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჩალისპირების დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, პეტრიწის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, მირიანაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს (ნაწილობრივ), ტილკეს, მონპერეს, კასტელის, შმერლინგის, კლაპროტის, რაინეგსის, სტივენის, ლამბერტის, შერმადინის,  არქანჯელო ლამბერტის, ბერტა ფონ ზუტნერის, პეტრე  იბერის, უსენის, ნიკო ბურის, ავთანდილის, რამაზის, ხატაეთის, ნესტან-დარეჯანის,  ფატმანის, დანიბეგაშვილის, ასმათის, ერედვის, კრისტიან სტივენის, ტარიელის, დავარის,  ბარონ დე ბაის, ჰუბერტის, აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის,  სტრაბონის, ცხაკაიას,  ვეხტმანის, ანდრონიკაშვილის, ერედვის, ჭელიოძის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ბოცვაძის, დისევის, ბოხუას, ტერევენკოს და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის  გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო  მეურნეობის, დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის, კარბელაშვილების, ივანე სარიშვილის, ყურაშვილის, ფერაძის, ფატმანის, საირმის და საბურთალოს ქუჩების მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე  მელიქიშვილის გამზირის, კოსტავას, შატბერაშვილის, ბარნობვის, მარაბდის და ქობულეთის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღი-2 დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის, ნინო თოიძის, კაიროს, ლორთქიფანიძის, ელენე მეტრეველის, აზა ადამიას, ჭიჭინაძის, პოლიციის და სამრეწველოს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), ევროპის  მოედნის,  მეტრო „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ღვინის  აღმართის, ფერიცვალების, მაჭარის, იალბუზის, ლეხ  კაჩინსკის, 300 არაგველების, არბოშიკის, შავსოფლის, ბოჭორმის, ბოდბის, ზახაროვის,     დოლაბაურის, ჯორჯაძის, იორის, გუთნის, რუისის, ჯორბენაძის, ჩეხოვის, ნავთლუღის,  რიჩარდ ჰოლბრუკის, ლუსინიანის, ლეილა აბაშიძის, წერნაკის, ფორაქიშვილის,  პატარძეულის, კაჭარავას, ჭრელაშვილის, მეფე სოლომონ ბრძენის, ისნის, დემეტრე  მეგრელის, დესპინე გელოვანის, უჯარმის და ლობჟანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და   აბუსერიძე ტბელის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის