USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 19 მაისს?
дата:  507

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის,  საირმის,  ბურძგლას,  შმიდტის, ცაგარელის, დოლიძის, ჩიქოვანის, 26 მაისის, საბურთალოს, იოსელიანის, ბალანჩივაძს, ახალშენის, ქარელის, ბაკურიანის,  ლიხაურის, ჭიათურის და ნასიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, V, VI, VII  კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების,  ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, პეტრე სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ზემო ვეძისის,  მაჭავარიანის, ცაცხვების, გოძიაშვილის, კვანტალიანის, პეტრიწის, თავდადებულის,    შავგულიძის, შარტავას, ცაგერის, იშხნელების, იოსებიძის, საბურთალოს, ცინცაძის, ბაგრატიონის, მიცკევიჩის, ქავთარაძის, ანჯაფარიძის, ფხაკაძის, დანელიას, იოსელიანის,  უნივერსიტეტის, შავიშვილის, ნადირაძის, თოფურიას, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის,  გოთუას, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, დავარის, თინათინის, ავთანდილის, ერედვის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, ჭელიძის, ასმათის, ტარიელის,  რამაზის, დანიბეგაშვილის,  ნიკო ბურის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნესტან დარეჯანის, ხატაეთის, მინდელის, გაგარინის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მარატ ნოზაძის, ილორის, გობრონიძის (ნაწილობრივ), ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვას და რომან ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხვინგიას,  ზესტაფონის, ცისარტყელის, ბენდელიანის, ტრაქტორის, ნინუას, ვანის, ქავთარაძის, რომელაშვილის, მანჯგალაძის და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას.  

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოტანიკური ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიის, სამღერეთის, საადის, აბანოს, ირგვლივის,  ბოტანიკურის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ),  აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის  გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის პარკის ტერიტორიის,   დარიალის, ტიციან ტაბიძის, კავსაძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, აბაშიძის, მუხაძის, ჭაბუ ამირეჯიბის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ასათიანის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტეხის, ისნის, ჩეხოვის, მეფე სოლომონ ბრძენის, ფერიცვალების, მაჭარის, რუისის, მუკუზანის და იორის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამგორის დასახლების, რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების,   ვარკეთილის   ზემო პლატოს II მიკრორაიონის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ),   ვიქტორ კუპრაძის, კოტეტიშვილის, აკაკი ჩხენკელის, ოჯალეშის, ჯავახეთის, რაფიელ დვალის, სესილია თაყაიშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, მაისურაძის, სუხიშვილის, ალექსიძის, შამანაურის, ზაჰესის, ნიკოლოზ ლანდიას და ლეო კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამგორის დასახლების, რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების,   ვარკეთილის   ზემო პლატოს II მიკრორაიონის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ვიქტორ კუპრაძის, კოტეტიშვილის, აკაკი ჩხენკელის, ოჯალეშის, ჯავახეთის, რაფიელ დვალის, სესილია თაყაიშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, მაისურაძის, სუხიშვილის, ალექსიძის, შამანაურის, ზაჰესის, ნიკოლოზ ლანდიას, ლეო კვაჭაძის, ჩანტლაძის, ჩიკვაიძის და დევდარიანის ქუჩების მოსახლეობას.    

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Тбилиси
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
Кстати