USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 17 დეკემბერს?
თარიღი:  754

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 17 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მომპერის, პეტრე იბერის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, ასმათის, ხატაეთის,  ვეფხისტყაოსნის, რამაზის, დანიბეგაშვილის, მაჭავარიანის, მარკო პოლოს, არქანჯელე ლამბერტის, ტილკეს, ნიკო ბურის, ტიმოთე ბელოის, გეხტმანის, ზუტნერის, ჰენრიხ  ჰრინევსკის, ნესტან-დარეჯანის, ჯავახიშვილის, კლაპროთის, პეტრიწის, ავთანდილის, სტივენის, უსენის, ერედვის, შერმადინის, რაზმაძის, ავთანდილის, კასტელის, ტარიელის, სტრაბონის, ანდრონიოკაშვილის, გიორგი ბრწყინვალეს,  დავარის, ჰუბერტის, ჯანიაშვილის, ბარონ დე ბაის, შმერლინგის და ბატონიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშნებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ფარნავაზ მეფის გამზირის, ვეფხისტყაოსნის, დავარის, ასმათის, ფარსადანის, მეფე მირიანის, ოთხი ათასი მესხის, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, დემეტრე თავდადებულის, ნესტან-დარეჯანის, ფატმანის,  გიორგი ბრწყინვალეს, ერედვის, რამაზის და თეიმურაზ პირველის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის, კუპრაძის და ღლონტის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დეპოს,  საყვირის, ჭყონდიდელის, კოხრეიძის, ცოტნე დადიანის, მრევლიშვილის, კავთისხევის, სვანეთის და წმინდა მელქისედეკ პირველის ქუჩების მოსახლეობას. 

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის