USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 16 ივნისს?
дата:  697

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ორბელიანის მოედნის, ათონელის, ორბელიანის, ხიდისთავის, ფხოვის და ხიდის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბანოს, ფირდოუსის, ბეთლემის, ორპირის, ირგვლივის, საადის, ჰოვანეს თუმანიანის, გორგასალის, ბოტანიკურის, შუშინის, ბააზოვის, სამღებროს, ორბელიანის, შარდენის, ახუნდოვის, იოსებ გრიშაშვილის, ძმები ზდანევიჩების, ჯემალ აჯიაშვილის, გომის, სალმის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, შოთა ნიშნიანიძის, მირზა შაფი ლაზახის, სანაპიროს და კოტე აფხაზის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, 26 მაისი მოედნის, პეკინის გამზირის, ლიხაურის ჩიხის, კოსტავას, ბახტრიონის, დოლიძის, არჩილ სულაკაურის, ბაკურციხის, ლიხაურის, ვიქტორ დოლიძის, იოსელიანის, ახალშენის, ჭიათურის, ქარელის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, თამაზ ჭილაძის, სულხან ნასიძის, სიმონ ჩიქოვანის, ბაკურიანის, გურამ ბზვანელის, შმიდტის, საბურთალოს, ცაგარელის, ბურძგლას, საირმის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, აღმაშენებლის ხეივნის მე-8, მე-12, მე-13, მე-14 კილომეტრების, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, პატარა დიღმის აგარაკების, ქოშიგორას მთის, აკაკი გელოვანის, გოდერძი ჩოხელის, კატო მიქელაძის, დიღმის წყლის, ნიკოლოზ ჩაჩავას, გიორგი ციციშვილის, ბენედიქტე მაღლაკელიძის, ძმები კარბელაშვილების, გრიგოლ ფერაძის, პიმენ ყურაშვილის, სიხარულიძის, აისის, სიხარულის, ლაშა ლაშხიას, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ეგრისის, ხახულის, გიორგი ციციშვილის, შალვა კარმელის, გურამ ნიჟარაძის, ნიკოლოზ ქაშაკაშვილის, გიგა ჯაფარიძის, ივანე სარიშვილის, ნიკოლოზ ბერაძის, ტარიელ გვიმრაძის, მიხეილ ასათიანის, დელისის, ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილიების და ზაქარიაძის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას და ავთო ვარაზის ქუჩის მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფარნავაზ მეფის გამზირის მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ოთარ ჭილაძის ქუჩის მოსახლეობას.    

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IV მიკრორაიონის და რეზო გაბაშვილის ქუჩის მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების, გლდანი-2 დასახლების, დრანდის, დავით აღმაშენებლის, ბერთუბნის, ფარსმან ქველის, ხევძმარის და ხევისპირის ქუჩების მოსახლეობას.    

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იალბუზის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 დასახლების I, II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის დასახლების II რიგის IV მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, რომანოზ ხომლელის, თრიალეთის, ჯავახეთის, იმედა კახნიაშვილის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати