გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენს სანაპიროს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის მოედნის, ხეივნის, დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, პირველი ხეივნის, მესამე ხეივნის, გიორგი გურამიშვილის, გორგასალის, ბადაგის, ორთაჭალის, გულუას, ნიკოლაძის, აბრამიშვილის, აფშინაშვილის, საბატონოს, უსახელოურის, ჯავადის, რეხის, უორდროპის, სირაძის, გრიშაშვილის, არტურ ლაისტის, მიკოლა ბაჟანის, ცოლიკაურის, სადგურის, წითლანაძის, კრწანისის, მეგობრობის და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას, ბეჟანიშვილის, ზესტაფონის და ტრაქტორის ქუჩების მოსახლეობას.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.