USD 2.6229
EUR 3.0260
RUB 3.2340
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 16 ივლისს?
თარიღი:  549

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის  მარჯვენს  სანაპიროს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ჩოლოყაშვილის  მოედნის, ხეივნის, დიდი ხეივნის, ახალი ხეივნის, პირველი ხეივნის, მესამე ხეივნის, გიორგი  გურამიშვილის, გორგასალის, ბადაგის, ორთაჭალის, გულუას, ნიკოლაძის, აბრამიშვილის, აფშინაშვილის, საბატონოს, უსახელოურის, ჯავადის, რეხის, უორდროპის, სირაძის, გრიშაშვილის, არტურ ლაისტის, მიკოლა ბაჟანის, ცოლიკაურის, სადგურის, წითლანაძის, კრწანისის, მეგობრობის და ჟორდანიას ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას, ბეჟანიშვილის, ზესტაფონის და ტრაქტორის ქუჩების მოსახლეობას.   

 

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის