USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 16 დეკემბერს?
თარიღი:  755

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 16 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანას, სოფელი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო  გზატკეცილის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების (ნაწილობრივ), მუხათგვერდის დასახლების, ქართულ-ამერიკული  უბნის, ფარნავაზ მეფის გამზირის, პეტრიწის, გერგედავას, ზუხბაიას, პეტრე იბერის, ნაქულბაქევის, გოგიძის, სოლოღაშვილის, გოგიაშვილის, ნოზაძის, კვაჭაძის, ბონ უოლშის, ჩოხელის, ენუქიძის და შალიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენაბლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ქოშიგორის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის  სასწავლო მეურნეობის, მონასტრის, ძიძიგურის, ციციშვილის, ყურაშვილის, ფერაძის, ჩოხელის, მიქელაძის, სიხარულის, მაღლაკელიძის, ნიჟარაძის, ჯაფარიძის, ეგრისის, ბერაძის, აისის, კვაჭაძის, კელასურის, გვიმრაძის, ხახულის, გელოვანის, კარმელის, კარბელაშვილის, ყურაშვილის, გოგიძის, მიქელაძის, ქაშაკაშვილის, ღლონტის და გოგიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კოშკოვანის, მუჯირიშვილის, აწყურის, ლეხ  კაჩინსკის და კასპის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), თელეთის, გეგეჭკორის, დავითიანის, მოსიძის, კოსტავას, სურგულაძის, კაპანაძეების, ღოღობერიძის, ბერუაშვილის, ჟორდანიას და მიქაბაძის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ჯავახეთის, ჩაჩუას, ხვედელიძის, წულუკიძის, 17 შინდისელი  გმირის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X, Xა კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ქობის, გობრონიძის, ღვალაძის, გაბაშვილის, რჩეულიშვილის, ლაგურაშვილის, ლურჯქედის, საგუბარის, ბრონშტეინის, ბობოხიძის და ზღვისუბნის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ქსნის და არბოს ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის