USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 15 ივნისს?
თარიღი:  471

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), შატბერაშვილის, ქობულეთის, მარაბდის, ნინო ჟვანიას, კეკელიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რამიშვილის და ავალიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „რუსთაველი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, რესპუბლიკის მოედნის, ვერეს  პარკის,  ვერეს   დაღმართის, კოსტავას,  ჭოველიძის, მაჭავარიანის, ბაქრაძის, მელიქიშვილის,  არაგვის, მილორავას, ტატიშვილის,   ვაშლოვანის, ახვლედიანის, კობახიძის, ეკალაძის, ქიაჩელის, ჯავახიშვილის, ჯანაშიას, ბარონვის, ინოლა  გურგულიას, მედეა ჯუღელის, თარხნიშვილის, შანიძის, ხორავას, სვანიძის, სატივეს და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების    მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  ტაბახმელას მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილოვბრივ), აეროპორტის  დასახლების, ლილოს  დასახლების, ჯავახეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, იუმაშევის და ჭირნახულის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას გამზირის, იყალთოს, კუტუზოვის, საირმის, საბურთალოს,   გამრეკელის, მიცკევიჩის, იოსებიძის, ფანასკერტელი-ციციშვილის, თამარაშვილის,  ბასილაიას, ბახტრიონის,  ლიხაურის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ქოშიგორის დასახლების, სოფელი ზურგოვანას, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), დემეტრე თავდადებულის, ასი ათასი მოწამის, ანდრონიკაშვილის, იასამნის, ბროწეულის, ასათიანის, ბახტრიონის, იყალთოს, ღლონტის, დიღმის ქედის, იოსებ  კვაჭაძის, კელასურის, თამაზ ძიძიუგურის, პეტრე  ქავთარაძის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნესტან-დარეჯანის,  ფარნავაზ  მეფის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.    

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის,   თორნიკე ერისთავის, სამტრედიის, ტრანსპორტის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ივერიელის, ხახანაშვილის, წინანდლის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის და უჯარმის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, დიდი  ხეივნის, მეფე სოლომონ II, კრწანისის, გორგასლის (ნაწილობრივ), გულიას, ილია და ნინო  ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ვერცხლის, ავლევის, იეთიმ გურჯის, დიუმას, პუშკინის,   ბარათაშვილის, კავსაძის და ჩახრუხაძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ),  ხიზანიშვილის (ნაწილომრივ),  ბაბილოძის, არსუკიძის, ზაქარია მაისურაძის და ინგუშეთის  ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის