USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 ნოემბერს?
дата:  423

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის და დიდუბის რაიონები 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლები XI მიკრორაიონის I კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქურდიანების, ეფრემ ზაქარაიას, ცოტნე დადიანის, ვახტანგ მახალდიანის, რკინიგზის, მანჯგალაძის, ზაქრაძის, ხუდადოვის და ლალიონის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიის, აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ნონა გაფრინდაშვილის, სანაპიროს, ქსნის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტიციან ტაბიძის, რაზმაძის, ირაკლი აბაშიძის, ცხვედაძის, თენგიზ ახმეტელის, ბერძენიშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის და მუხაძის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბუკიას ბაღის, სააკაძის მოედნის, 26 მაისის მოედნის, იყალთოს, ხვიჩიას, სულაკაურის, საბურთალოს, კოსტავას (ნაწილობრივ), ცინცაძის, ბახტრიონის, იოსებიძის, კუტუზოვის, დავით გამრეკელის, მიცკევიჩის, გურამ ქუთათელაძის, ცაგარელის, ირაკლი გამრეკელის, ნატახტარის, წინაუბნის, ქარელის, ქაფიანიძის, ანდღულაძის, ბასილაიას, ტუსკიას, გურამ ბზვანელის, ბაკურციხის, ლიხაურის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის, ტეხურის და ტაშკენტის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ლისის ქუჩის მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩხეიძის, შატაიძის, ბერძნის, ოფრეთის, გორგასალის, ეფრემ მცირეს, ვეზიროვის და იოსებ გრიშაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати