USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 ივლისს?
Date:  

სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო 14 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ვარკეთილი-3 I, III, IV, VI, VII VIII, IX, X კვარტლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ),  ვარკეთილი-3 ,,დ“ ქუჩის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ),  კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), კალოუბნის, შუამთის, თრიალეთის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის,  საცხენისის,  ელდარის, პოლიციის, ხომლელის, კაიროს, ენუქიძის, ქიზიყის და აბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), ფოთის, ცემის, გორის, ფიფია ეგნატესა და ვახტანგის, ცაბაძის, ზუგდიდის, ბათუმის,  იროდიონ ევდოშვილის,  თევდორე მღვდლის, ვახუშტი ბაგრატიონის, ვლადიმერ ვორონინის და სოხუმის  ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ზღვისუბნის დასახლების  III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების  I, IV, Xა კვარტლების (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების  XI მიკრორაიონის  I, III კვარტლების (ნაწილობრივ), მუხიანის დასახლების, მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ),  გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ავშნის, ქუჯი ერისთავის, საგუბარის, ქობის, შეშელიძის, ევგენი ღვალაძის, ლურჯქედის, ფეიქართა, ავჭალის, გია რომელაშვილის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის,  ალეკო გობრონიძის, რეზო გაბაშვილის, ლერი ლაგურაშვილის, ბობოხიძის, სერგი გორგაძის და ლევან რჩეულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, მედეა ჩახავას, უნივერსიტეტის, ედიშერ მაღალაშვილის, კალისტრატე ქუთათელაძის, ყაზბეგის, პეტრე ქავთარაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის, ირინე სხირტლაძის, გიორგი გეგეჭკორის და მარიკა ბარათაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) და მაღალაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, აბანოს, ახუნდოვის, ბოტანიკურის, იოსებ გრიშაშვილის, მირზა შაფი ლაზახის, შოთა ნიშნიანიძის და შუშინის ქუჩების მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნადირაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way