USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 13 ივნისს?
თარიღი:  501

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ქობულეთის, შროშის, ფალიაშვილის და ატენის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, კუტუზოვის, 26 მაისის, კოსტავას, კოტე ბუაჩიძის, დოლიძის, ფხაკაძის, ჩიქოვანის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის,  ანდღულაძის, იყალთოს, ქარელის, ტუსკის, ტეხურას, წინაუბნის, ბასილაძის, ლიხაურის,  შავერზაშვილის,  ჭაბუ ამირეჯიბის, სულაკაურის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, იოსებიძის, ხვიჩიას, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, საირმის, ცაგარელის, მიცკევიჩის, შმიდტის, ბურძგლას, საბურთალოს და ანა კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, სოფელი დიღმის, ოთარ ჭილაძის, მეფე მირიანის, როსტევანის, ვეფხისტყაოსნის, ოთხი ათასი მესხის და მელიქ სურხავის ქუჩების  მოსახლეობას.     

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის  სასწეავლო მეურნეობის და სამხედრო გზატკეცილის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  სოფელი ქოშიგორის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, IV მიკრორაიონების, ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, კიევის, ივანე ჯავახიშვილის, ტერენტი გრანელის, საბჭოს, ტურგენევის და ჩიქობავას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, „ორთაჭალის ტურფის“ მიმდებარე ტერიტორიის, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ჩოლოყაშვილის მოედნის, კრწანისის I ჩიხის, დიდი ხეივნის II ქუჩის, გორგასალის, აჰმედ ჯავადის, არტურ ლაისტის, უსახელოურის, გიორგი გურამიშვილის, მარჯორი უორდროპის, ირაკლი ჟორდანიას, მიკოლა ბაჟანის, გიორგი ნიკოლაძის, გრიგოლ აფშინაშვილის, ხეივნის, ახალი რეხის, დიდი ხეივნის, ორთაჭალის, გულუას, დიმიტრი გულიას, მეგობრობის, ვლადიმერ წითლანაძის, ახალი ხეივნის და მიხეილ აბრამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის