USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 13 ივლისს?
дата:  

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 13 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო გოძიაშვილის, ციალა გაბაშვილის, გელოვანის, ირაკლი ფარჯიანის,  თოფურიძე ვალენტინის, მაჭავარიანის,  არზაყან (დიმიტრი) ემხვარის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეტრე  ქავთარაძის, თავხელიძის და მინდელის ქუჩების   მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), თოლენჯის, ხარაბაძის, წალენჯიხის, ყვარლის, უორდროპის, ჯავადის, მეგობრობის, ლაისტის, აფშინაშვილის, ბაჟანის, წულაძის, დოლიძის, ციხისძირის, დიდგორის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, სოლომონ დოდაშვილის, იუნკერთა, ჩკალოვის, ნავთლუღის, რთველაძის და იან პრიბილის ქუჩების    მოსახლეობას.     

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ), დავით სარაჯიშვილის გამზირის, ლაზოს, ალექსანდრე წერეთელის, გელა ჭედიას, შუშის, ელვერ კუპატაძის, რომან ჭელიძის, მონასტრის, ილორის, დავით სარაჯიშვილის, ტაძრის, წყალსადენის და ზარზმის ქუჩების მოსახლეობას.     

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედანის (ნაწილობრივ), ზანდუკელის, მაყაშვილის, ჭოველიძის, ივანე კერესელიძის, დავით თორაძის და ლეონიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), კრწანისის, ბერძნის, ეფრემ მცირეს, გორგასალის, მეფე სოლომონ II, წინანაურის, მარტვილის, მანანა მელქაძის, ოპრეთის, ნადიკვარის, სულიკო  თორთლაძის, ბეჟან კალანდაძის, რუსუდან მეფისაშვილის, ნოდარ ტაბიძის, შოთა ნიშნიანიძის, იოსებ გრიშაშვილის, ორთაჭალის, ჩხეიძის, ნუგზარ შატაიძის, ერისთავის, ხივინის, ალადაშვილის და ერევნის ქუჩების მოსახლეობას.     

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 VI მიკრორაიონის მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, სელიმ ხიმშიაშვილის, რევაზ ურიდიას, მიქატაძის, აკაკი სურგულაძის, კიკნაძის, ნოე ჩხიკვაძის, ნოვოროსიისკის, ვახტანგ მახალდიანის, ჭყონდიდელის, ეროსი მანჯგალაძის, თოფურიძე ვალენტინის, ალილუევის, ხუდადოვის, ოლგა კონსკაიას და ჩოხატაურის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დობროლიუბოვის, კალიუჟინის, კამალოვის, კახიანის, კიკნაძის, გულრიფშის, ვასილ თამარაშვილის, რევაზ ურიდიას, სართანიას, ცოტნე დადიანის, ქართველიშვილის, ლადო მესხიშვილი, მიქატაძის, ლევან ქართლელიშვილის, კობალაძის, მესხიშვილის, ავთანდილ მანაგაძის და პლატონ დოლიძის ქუჩების მოსახლეობას.     

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати