USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 13 აგვისტოს?
Date:  555

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, სანაძის, ჭიჭინაძის, ფაღავას და ჭილაშვილის ქუჩების  მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი-2 დასახლების და გლდანის მასივის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ჩალისპირების დასახლების, ალექსანდრე მაჭავარიანის, ჰენრიკ ჰრინევსკის, მეფე მირიანის, იან ჰომერის, ბერტა ფონ ზუტნერის, მარკო პოლოს, კრისტიან სტივენის, ვახუშტი ბატონიშვილის, მაქს ტილკეს, სტრაბონის, დანიბეგაშვილის, ჰუგო ჰუბერტის, ანდრონიკაშვილის, დავით ბატონიშვილის, ტიმოთე ბელოის, ვეფხისტყაოსნის, ხატაეთის, იაკობ რაინეგსის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ნიკო ბურის, ბარონ დე ბაის, პეტრიწის, ფრედერიკ მონპერის, მაქს ტილკეს, კრისტოფერო კასტელის და ოსკარ შმერლინგის ქუჩების მოსახლეობას.   

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ მახალდიანის, ქავთარაძის, იოსელიანის, ცოტნე დადიანის, ეროსი მანჯგალაძის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.   

society
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way