USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 12 დეკემბერს?
თარიღი:  814

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ისნის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კვალეთის, ნაქერალის, გუმბრის, ოძისის, ხივინის, შაქრიანის, რუისპირის, კაიშაურის, სამრეკლოს, ფშავის, ახალუბნის, გედევანიშვილის, რაზიკაშვილის და საინგილოს ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავარის, ავთანდილის და თინათინის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), გეგეჭკორის, ბარათაშვილის, ლორთქიფანიძის, ქავთარაძის, მარიჯანის, ჩახავას, ჩხეიძის, მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, სხირტლაძის, ქუთათელაძის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის და ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქიზიყის, ეკატერინე ბაღდავაძის, ჭიჭინაძის, რკინიგზის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქინძმარაულის, ჟორესის, მამისაშვილის, კაიროს, სურგულაძის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, გულიას, უსახელოურის, დიდი ხეივნის, გურამიშვილის, ორთაჭალის, ახალი ხეივნის, გორგასალის, ახალი რეხის, მტკვრის, გულუას, გრიშაშვილის, ირაკლი ჟორდანიას, სადგურის, შავიშვილის, გიორგი ნიკოლაძის, შავნაბადას, ლაისტის და წითლანაძის ქუჩების მოსახლეობას. 

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მსოფლიო
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის