USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 11 დეკემბერს?
თარიღი:  384

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების, მიქელაძის, პაიჭაძის და ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუკიას ბაღის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), იყალთოს, არჩილ სულაკაურის, ბახტრიონის და იოსებიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ნაძალადევის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X, XI მიკრორაიონების, თემქის დასახლების IV, IX, X, XI მიკრორაიონების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ურეკის, გურამ ქუთათელაძის, ზურაბ ქუქჩიშვილის, ჩარგლის, ანაპის 414-ე დივიზიის, შროშის, დომენტი ჟღენტის, ამაღლების და აბაის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გუდამაყარის, სადმელის, ჩარგლის, ქეთევან მაღალაშვილის, ალექსანდრე ბარამიძის, პეტრე გამყრელიძის, სამოცდამეშვიდეს, ურეკის, ველისციხის, სამოცდამეცამეტეს, ვასილ კაკაბაძის და პეტრე ამირანაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის