USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 1 ივნისს?
дата:  330

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 1 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეზღუდება

 ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის და რადიანის ქუჩების     მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), იოსელიანის, სიმონ ჩიქოვანის, კოსტავას, სულხან ნასიძის, ახალშენის, ჭიათურის, გურამ ბზვანელის, გერმანის, თოფურიძე ვალენტინის, მაჭავარიანის, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, ზურაბ ანჯაფარიძის, ჯურხა ნადირაძის, ვაგან მამასახლისოვის და ლევან ალექსიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, V მიკრორაიონების, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, წყაროთუბნის, ხევისპირის, ჯაბიძის, მწვანეს, შულენბერგის, ფარსმან II ქველის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ხიზაბავრის, შეშელიძის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), ავჭალა-2 დასახლების, ხიზაბავრის, ვეკუას, ღამბაშიძის, ხერხეულიძის, ლიბანის და სალხინოს ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ) და ზურაბ ჩაჩუას ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати