USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 3 აგვისტოს?
Date:  

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 3 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეღუდება

 

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III, V  კვარტლების, ავშნის, ნიჟარაძის, ჯანაშიას, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, წინანაურის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ნათაძის, ტრაქტორის, ხვინგიას, ცოტნე დადიანის, წიწამურის, ჭყონდიდელის და სერგი ჭილაიას ქუჩების მოსახლეობას.  

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ) და მიქელაძის ქუჩის მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, აბუსერიძე-ტბელის და მეველეს ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, მიხეილ თამარაშვილის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩებისმოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩებისმოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას II, III, IV  კვარტლების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გელოვანის, შავიშვილის, თოფურიას, შალვა ნუცუბიძის, გამრეკელის და ძოწენიძის ქუჩებისმოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას III, IV, VI, VII  კვარტლების (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, ვაგან მამასახლისოვის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანაკლიის, გიორგი დანელიას, ანა პოლიტკოვსკაიას, საბურთალოს,  სანდრო ეულის, მარიჯანის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, ჯურხა ნადირაძის, ანა კალანდაძის, ზურაბ ანჯაფარიძის, შავიშვილის, იოსელიანის, ჯიქიას, ლევან ალექსიძის და ელიზბარ მინდელის ქუჩებისმოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის (ნაწილობრივ), ვაჟა- ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I, II  მიკრორაიონების (ნაწილობრივ), პაბლო პიკასოს, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, შავგულიძის, ერმილე ბედიას და ელიზბარ მინდელის ქუჩებისმოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ედიშერ მაღალაშვილის, მარიკა ბარათაშვილის, ყაზბეგის, ოთარ ლორთქიფანიძის, ოთარ ჩხეიძის, კალისტრატე ქუთათელაძის, ირინე სხირტლაძის, უნივერსიტეტის, მედეა ჩახავას, გიორგი გეგეჭკორის, პეტრე ქავთარაძის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებისმოსახლეობას.  

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way