USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
თბილისის რესტორნებისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმდდა
дата:  664

თბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა. ფინანსური დახმარების მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 5 აპრილი.

თბილისის მერიის ცნობით,  ის კრიტერიუმები, რომელსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს, სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ შემუშავდა. სუბსიდირების პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელი მოთხოვნებია:

ობიექტი რეგისტრირებული უნდა იყო 2020 წ. 28 ნოემბრამდე (არა ლიკვიდირებული სტატუსით);

ბრუნვა 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში, ჯამში, არაუმეტეს 100 000 ლარს უნდა შეადგენდეს;

ობიექტს 20-80 სკამი უნდა გააჩნდეს. დასადასტურებლად საჭიროა 2020 წლის ოქტომბრის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, სადაც ობიექტზე სკამების რაოდენობა იქნება მითითებული;

იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ დახმარებას არაუმეტეს 20 დასაქმებული მიიღებს, 2020 წლის ოქტომბრის პერიოდის მიხედვით (წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად).

სუბსიდირების პროგრამით ვერ ისარგებლებს ის ობიექტები, რომელიც წარმოადგენს: საბანკეტო-სარიტუალო დარბაზებს; საერთაშორისო ქსელის ნაწილს ან ფრენშაიზს; სწრაფი კვების ობიექტებს; სასტუმროში, საავადმყოფოში, ავტოსამრეცხაოში, სასწავლო დაწესებულებაში, სურსათის მაღაზიასა და ჰიპერმარკეტში განთავსებულ კვების ობიექტებს.

თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს.

ფინანსური დახმარების მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტები:

1. კვების ობიექტის სარეგისტრაციო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. დოკუმენტი საჯარო რეესტრის მიერ 2021 წლის 28 თებერვლის შემდგომ უნდა იყოს განახლებული;

2. თბილსერვისის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითარი 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით;

2.1 იმ შემთხვევაში, თუ კვების ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი, 2020 წლის ოქტომბრის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია უნდა წარმოადგინოს.

3. ინფორმაცია საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვის შესახებ, 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის მონაცემებით (გთხოვთ, წარმოადგინეთ აღნიშნულ ლინკზე მოთხოვნილი და მიღებული დოკუმენტაცია);

4. კვების ობიექტის საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати