USD 2.7421
EUR 2.8841
RUB 2.6007
Tbilisi
თბილისის რამოდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
Date:  498

გეგმური სამუშაოების გამო 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. როგორც კომპანია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ელექტრომომარაგება გეგმური სამუშაოების გამო დროებით შეიზღუდება ისნის რაიონიში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭრელაშვილის და ნავთლუღის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსისი გამზირის, არტურ ლაისტის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების, ფონისჭალა III მიკრორაიონის, სოფელი თელეთის, ლომინაძის, ჟორდანიას, სურგულაძის, გეგეჭკორის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელის და სოფელი წავკისის მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნათია ბაშალეიშვილის, თერგის, კეკელიძის, პეტრიაშვილის, გუნიას, გალის, ბარნოვის, გოგებაშვილის, რეზო ჩხეიძის, უმიკაშვილის და ალეკო შენგელიას ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ივანე ბერიტაშვილის, ნოშრევან ჯიშკარიანის, ომარ ფერცულიანის და ექვთიმე მთაწმინდელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

world
ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც კვლავ ურსულ ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს.

დადგენილებას ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 370 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 282 იყო, ხოლო 36 დეპუტატმა თავი შეიკავა.

ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში 26 ევროკომისარი იქნება. მათ შორისაა ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომელმაც ჟოზეფ ბორელი ჩაანაცვლა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობა სლოვენიის წარმომადგენელს მართა კოსს ერგო. მან ამ პოსტზე უნგრელი ოლივერ ვარჰეი ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ევროკომისიაში ჯანდაცვისა და ცხოველების კეთილდღეობის საკითხებს გაუწევს კურირებას.

ევროკომისია საკუთარი მოვალეობის შესრულებას 1 დეკემბრიდან შეუდგება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way