USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომლებსაც 11 მაისს წყალი შეუწყდებათ
Date:  375

11 მაისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 11 მაისს 12:00 საათიდან 12 მაისის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთწმინდის რაიონში:

პოლიკარპე კაკაბაძის, კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას 1 შესახვევს, კოსტავას 2 შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, გაბუნიას, უმიკაშვილის, ლარსის, გალის, თერგის, რჩეულიშვილის ჯაფარიძის, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, აბაკელიას, ცხემის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, არსენას, ზ.ქიქოძეს, ვეძინის, გიგაურის, ლიხის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ზ. ჟვანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, ვ. აბაშიძის, ნიაღვრის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ვ. ბერიძის, ამაღლების, ზ.დუმბაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, ჩირგაძეს, გურგულიას, ა. მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, ოქროყანის, შინდისის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, ჩაიკოვსკის, თაბუკაშვილის N 30-48 (ლუწებს), N25-53 (კენტებს), კოჯრის, გერონტი ქიქოძის, ა. ქუთათელაძის, სანაპიროს, ს.ჟღენტის, ვ.მოსიძის, კ. უკლებას, ლ. ბოცვაძის, ბროსეს ქუჩებს, ჯამბულის ქუჩას და შესახვევს, ოქროყანას.

კრწანისის რაიონში:

პუშკინის, აბესაძის, ახოსპიელის, კუფტინის, ვ. ივერიელის, საიათნივას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, გომის, თუმანიანი, ასკანის, ორპირის, სამღებროს, გორგასლის, ღვინის აღმართის, გუნიას ქუჩებს. კოტე აფხაზის N1-25 (კენტებს), N2-22(ლუწებს), ორთაჭალის ქ. N I,II,III,IV,V ჩიხები,  აბო თბილელის, აბანოს ქ. N2, გრიშაშვილის ქ. N11, თავისიფლების მოედანი, ახუნდოვის ქ.

საბურთალოს რაიონში:

დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის, ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს,  იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ჩიქოვანის, კოსტავას ქ, ალექსიძის, ალმასიანის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ნატახტრის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, სხირტლაძის, სხვიტარიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას N1-41(კენტებს), N2-58(ლუწებს), ყაზბეგის გამზ. N1-41(კენტებს), N 2-24(ლუწებს), ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, მ. დავითაშვილის, ვ. წულაძის, ოდიშელიძის, არდაზიანის, სახოკიას, უნივერსიტეტის N2-დან N8-ის ჩათვლით, ო. ლორთქიფანიძის ( N32-ის გარდა), აფაქიძის და ხვიჩიას ქუჩებს. კვერნაძე, ბერბუკი, ზ. ბენდელიანი, ნასიძე, ა.სულაკაურის, შანხაის დასახლება ოთარ ჩხეიძე ქუჩებს, 26 მაისის მოედანს.

ვაკის რაიონში:

ყაზბეგის გამზ. N26-30(ლუწებს), N43-55(კენტებს), ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის ქ. ფალიაშვილის ქ, რ. მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირს (გარდა N43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84), აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, არაყიშვილის, მზიურს, რამიშვილის, საჯაიას, ავალიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილის, წყნეთის ქუჩებს. ჭავჭავძის გამზირი 1 შესახვევს.

ჩუღურეთის რაიონში:

მარჯანიშვილის N2-18(ლუწებს); N1-21(კენტებს), უშანგი ჩხეიძის ქუჩებს.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way