USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
Date:  284

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), კუტუზოვის, მიცკევიჩის, გამრეკელის, ცაგარელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, კიტა აბაშიძის, ივანე ჯავახიშვილის, ჭოროხის, გედევანიშვილის, დოდო აბაშიძის, ანაკლიის, ჩიქობავას, ნინოშვილის, ტერენტი გრანელის, სულუხიას, ჩუბინაშვილის, კიევის, მაზნიაშვილის, მამარდაშვილის, ჩანჩიბაძის, გიორგი ერისთავის, მარჯანიშვილის, ჩიტაიას, ორჯონიკიძის, ახალციხის, გოგი დოლიძის, კლდიაშვილის და ბენაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და დოდო აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის, დაბა ტაბახმელას, ასათიანის, დადიანის და ახოსპირელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, დიმიტრი გულიას, შოთა ნიშნიანიძის და გულუას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის  მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) და რომანოზ ხომლელის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, ზაჰესის დასახლების, ავჭალის გზატკეცილის (ნაწიკლობრივ), ბიჭვინთის, ალექსანდრე მანაგაძის, ულიანოვის, ვარდევანის, სკოლის, ხეჩუაშვილის, გაგრის, სხვიტორის, შალვა ტრაპაიძის, დიდგორის, უწერის, ბარისახოს, ლიბანის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, აბაშვილის, ჩიქვანაიას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ზაჰესის, გრიგოლ ხანძთელის და რევოლუციის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან  დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, აწყურის, გარეკახეთის, დოესის, ზინდისის, ავლიპ ზურაბიშვილის, შორაპნის, ძევერის, კობარეთის, კოშკოვანის, ცუცხვათის, ლეხ კაჩინსკის და შირაქის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ბოგვის, ჟინვალის, ლიახვის, ჭოპორტის, მუხრანის, ნაგომარის, რატევანის, გარეჯის, დეპოს, კავთისხევის, კოხრეიძის, წმინდა მელქისედეკ I-ის, საყვირის, სვანეთის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის და მახინჯაურის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ღრმაღელეს დასახლების (ნაწილობრივ), ვარდისუბნის, ქსნის და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. 

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way