USD 2.7467
EUR 3.1219
RUB 3.3965
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
Date:  172

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 21 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამრეწველოს დასახლების, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „სამგორი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მეტრო „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, პირველი რესპუბლიკის მოედნის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის V კვარტლის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსისი გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ), ნედარეიშვილის, ჩოლოყაშვილის, ვირსალაძის, სახალხოს, აბუსერიძე-ტბელის, მანავის და ბოლნისის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, ორთაჭალის და წინანაურის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კრწანისის (ნაწილობრივ), მეფე სოლომონის, გულიას, გორგასალის (ნაწილობრივ), ნადიკვარის (ნაწილობრივ), ვოლსკის, ჯაფარიძის და ორთაჭალის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანი-მუხიანის გადასახვევის, გლდანის ხევის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „სარაჯიშვილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის ნაკვეთების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II კვარტლების, რომელაშვილის, ნიშნიანიძის, შატილის, მაღალაშვილის, ურეკის, ცოდნისკარის, საჩხერის, ანაპის 414-ე დივიზიის, ჟღენტის, ტყიბულის, ჩარგლის, გამყრელიძის, ველისციხის, სადმელის, კაკაბაძის, გარიყულის, სიხარულიძის, ბარამიძის, თიანეთის, გარიშვილების, ამირანაშვილის, ირემაშვილის, ხვანჭკარის, ქსნის, არბოს, სარაჯიშვილის, ბუაჩიძის, ჩარგლის, ფეიქართა, სამოცდამეშვიდე, ხიზანიშვილის, ლაგურაშვილის, ქუჯი ერისთავის, წყალსადენის, შეშელიძის, გორგაძის, ქობის, ბობოხიძის, რჩეულიშვილის, გურამ ქუთათელაძის, დავით ართმელიძის, საგუბარის, ევგენი ღვალაძის, მონასტრის და ბობ უოლშის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვანის და ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველოს, ბუხაიძის, ტირიფონის, კუმისის, თვალჭრელიძის, დოქის, შურდულის, ურიცკის, გუმბრის, ხონის, აბაშის, ცხრა ძმა ხერხეულიძეების, გივიშვილის, ტაშირის, აფხაზეთის, ზაზიაშვილის, აგარის და ლანჩხუთის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ათონელის, ფხოვის, ჯორჯიაშვილის, 9 აპრილის, ასათიანის და ხიდის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის და ჭანტურიას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ზარწემის, ქვემო აჭარის, ბანძელაძის, ტატიანა თვალჭრელიძის და ფერმწერთა ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 06:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ზაწზემის, ქვემო აჭარის, ბანძელაძის, ტატიანა თვალჭრელიძისს და ფერმწერთა ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოლოღაშვილის, ნოზაძის და ფერაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, ვირსალაძის, სახალხოს, ლერწმის, ხევის, ჩარხის და დოდაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პატარიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

tbilisi
მერია - გლდანის რაიონში ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონის გამგეობა სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხმეტელის ქუჩაზე, 9 მაისის 10:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. სამუშაოების წარმოების პერიოდში, ღამის საათებში, 00:30-დან 06:00 საათამდე, პერიოდულად შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება სანდრო ახმეტელის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში.

„გარდა ამისა, შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED სანათები. გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლი, დაიხაზება ზებრა-გადასასვლელები და მოეწყობა საპარკინგე სივრცეები.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც. სრულად რეაბილიტირდება და განახლდება ამავე ქუჩაზე არსებული სკვერები.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ახმეტელის ქუჩაზე, 9 მაისის 10:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს გზის ერთ განაპირა ზოლში ორმხრივად - ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით, გზის მარცხენა მხარეს.

შეზღუდულ მონაკვეთში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს, პერიმეტრზე განთავსებული დროებითი საგზაო ნიშნების შესაბამისად.

საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შიდასაუბნო გზების საშუალებით, რომელიც ფორე მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩებს, სანდრო ახმეტელის ქუჩის თავისუფალ მონაკვეთთან აკავშირებს.

გარდა ამისა, სამუშაოების წარმოების პერიოდში, ღამის საათებში, 00:30-დან 06:00 საათამდე, პერიოდულად შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება სანდრო ახმეტელის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში. ასეთ დროს, ავტოტრანსპორტისთვის ხელმისაწვდომი იქნება ალტერნატიული შემოვლითი გზები - ქერჩისა და ფორე მოსულიშვილის ქუჩების გავლით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way