USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
дата:  291

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 8 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ცნობით, დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ერისთავის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ანტონოვსკაიას, თამარაშვილის, კარტოზიას, მეგრელიძის, ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის, კანდელაკის, ცინცაძის, ლევანდოვსკის, ლვოვის, გამყრელიძის, ალასანიას, ვაზისუბნის, ყუშიტაშვილის, ზემო ვეძისის, ალმასიანის, მარუშიძის, ჩიქოვანის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ცხინვალის, ქავთარაძის, ასათიანის, ფერცულიანის, მაჭავარიანის, მიცკევიჩის, ჭილაძის, საირმის, შმიდტის, ტაშკენტის, გოძიაშვილის, ცაგარელის, ბურძგლას, ლისის, ტირიფების, დგებუაძის, გვარამაძის, ინტენსიფიკაციის, ფანჯიკიძის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, მეგრელიძის, ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის, კანდელაკის, ცინცაძის, ლევანდოვსკის, ლვოვის, გამყრელიძის, ალასანიას, ვაზისუბნის, ყუშიტაშვილის, ზემო ვეძისის, ალმასიანის, მარუშიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ლომონოსოვის, ონიაშვილის, ცხინვალის, ქავთარაძის, ასათიანის, ზემო ვეძისის, ფერცულიანის, მაჭავარიანის, დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, ჭილაძის, ლიხაურის, ბაკურციხის და ბაკურიანის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), ყურაშვილის და მირიან მეფის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის, ნინუას და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანოისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გონაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას და ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში,გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის I, II, IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის III, IV მიკრორაიონების, შანდორ პეტეფის, დავითაიას, უტიაშვილის, მუსხელიშვილის, სულაქველიძის, კვაჭანტირაძის, ალუბლების, მშველიძის და ნაკადულის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ფოცხვერაშვილის, სურამის, ნინოშვილის, ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, აბაშიძის, ჩეჩელაშვილის, დავითაშვილის, მნათობის, თამარაშენის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, აგარის და ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати