USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
дата:  411

23 აგვისტოს თბილისის რამდენიმე უბანში სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. აღნიშნულ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, კოსტავას, შავნაბადას, ორთაჭალის, შალვა დადიანის, ლესელიძის, პუშკინის, აბესაძის, კოტე აფხაზის და ლერმონტოვის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის (ნაწილობრივ), მირზა შაფილაზახის, შუშინის, ახუნდოვის, ვერცხლის, ბოტანიკურის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), საქსოფმანქანის დასახლების, მეფრინველეობის დასახლების, სამგორის, ტყემალაძის, ჭირნახულის და იუმაშევის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღის II დასახლების, ლოჭინის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამშენებლო დასახლების, ნაკადულის (ნაწილობრივ), სამგორის, ჭირნახულის, ბურჯანაძის, მდივანის, ქინძმარაულის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ელენე მეტრეველის, რევაზ მამისაშვილის, ჯავახეთის, პოლიციის, ზურაბ ბეგიაშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), კომკავშირის ხეივნის, ბოგდან ხმელნიცკის, პატარძეულის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ფორაქიშვილის, დოლაბაურის, მეველეს, ციხისძირირს, გომარეთის, წულაძის, ნინიძის, დიდგორის, გიორგი ნადირაშვილის და საექიმოს ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის და ასათიანის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რკინიგზის სახლების, წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ), კარგარეთელის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. „თელასის“ განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати