USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
дата:  508

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის 10 რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) და ბაგების სატყეო უბნის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის, გლდანის ხევის დასახლების, ჩიქვანაიას, ბაღნარის, შუშის, სკოლის, მანაგაძის, ანდრონიკაშვილის (ნაწილობრივ), უწერის, ჭედიას, ლიბანის, გაგრის, გაგარინის (ნაწილობრივ) და ხანძთელის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აკაკი ბაქრაძის, ნინოშვილის და წყალტუბოს ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ტაშკენტის, კანდელაკის, ონიაშვილის, ქართველიშვილის, ამბროლაურის, იონა ვაკელის, ფანჯიკიძის, ოჟიოს, მიროტაძის, ალმასიანის, ბერბუკის, ასლანიდის, აფაქიძის, კვერნაძის, კოდორის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის და ტყვარჩელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიცკევიჩის, კუტუზოვის და გამრეკელის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და გორგასლის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის და დიუმას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავისუფლების მოედნის, ღამბაშიძის, კოსტავას, ჩიტაძის, კრავეიშვილის და ინგოროყვას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის (ნაწილობრივ) და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სართიჭალის, ბოროდინის, გონაშვილის, კალოუბნის (ნაწილობრივ), მესხიშვილის, შავიშვილის, ხერხეულიძის, იორის, წინანდლის, ცისკრის, ლაგოდეხის, წურწუმიას (ნაწილობრივ), ფაღავას, სევანის, ალიხანიანის, ირბახის, ფერიცვალების და მუკუზანის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, დამენიას და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლენტეხის, მამარდაშვილის, ბენაშვილის, გრანელის, ოსიაურის და იაროსლავის ქუჩების მოსახლეობას.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати