USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
Date:  667

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 25 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ვაკის რაიონშ, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, თამარაშვილის, წყნეთის, საკანდელიძის, წერეთლის, ავლიშვილის, რამიშვილის, მუხაძის, ტიციან ტაბიძის, კავსაძის, დარიალის, მოსაშვილის, არაყიშვილის, ფალიაშვილის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კეკელიძის, პეტრიაშვილის, გალის, გოგებაშვილის, ნათია ბაშალეიშვილის, თერგის, ალეკო შენგელიას, მელიქიშვილის, შანიძის, ლარსის, უმიკაშვილის, რეზო ჩხეიძის, ბარნოვის, რჩეულიშვილის, თაყაიშვილის და ნაფარეულის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მთისძირის, უშაკოვის, ვლადიმერ ლობჟანიძის, რიჩარდ ჰოლბრუკის, საექიმოს, ნავთლუღის, მახათას, მთავარანგელოზის, სევანის, მარინე თბილელის, ალადაშვილის, დმანისის, მარტყოფის, ნასაკირალის, იუსტინე აბულაძის, ერევნის, კონსტანტინე ერისთავის და ხივინის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის და ანტონოვსკაიას ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის (ნაწილობრივ) და პეტრე იბერის ქუჩის მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV, V კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის, თბილისის ზღვის დასახლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, ნიშნიანიძის, ავშნის, ეკა ბეჟანიშვილის, ნათაძის და ცოტნე დადიანის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონშოი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ხეივნის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, ქერჩის, ფორე მოსულიშვილის, ანგია ბოჭორიშვილის, მარატ ნოზაძის, ლიბანის, დავით სარაჯიშვილის, ულიანოვის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ბარალეთის, მიხაკო წერეთელის და ლიახვის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოჯრის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მარო მაყაშვილის აღმართის, კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, ასათიანის და ბოტანიკურის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

economics
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way