USD 2.6797
EUR 2.8684
RUB 2.9172
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
Date:  348

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 20 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), მარიჯანის, ქავთარაძის, ნადირაძის და თავხელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ანდრონიკაშვილის, 13 ასურელი მამის, ჩხიკვაძის, მარიჯანის, ქავთარაძის, ნადირაძის და თავხელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაონების, გობრონიძის, შენგელიას, ბრონშტეინის, ახმეტელის, გაბაშვილის, ავალიშვილის, ქერჩის, რიკოთის, განთიადის, კერესელიძის და წმინდა ნინოს ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის II შესახვევის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) და სოფელი წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), კეკელიძის, ბარნოვის, პეტრიაშვილის, შანიძის, ნაფარეულის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის, ჰოლბრუკის, იუნკერთა და ჰოსპიტალის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way