USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
Date:  302

კომპანია „თელასის“ განცხადებით, თბილისში, რამდენიმე რაიონში სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 17 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერძენიშვილის, გრიგოლ მუხაძის, ირაკლი აბაშიძის, მოსაშვილის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოლნისის, სოლომონ დოდაშვილის და ჩკალოვის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წმინდა ნინოს და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, VII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), დრანდის, ბერთუბნის, ომარ ხიზანიშვილის, კობახიძის, ხევისპირის, ბაბილოძის, თეთრი ტბის, მაისურაძის, ზირაქიშვილის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის, ეკა ბეჟანიშვილის, ლომთათიძის, მექანიზაციის, ზედაზენის, ნათაძის, ტრაქტორის, ცისარტყელას, ხვინგიას, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, კარალეთის, ვახტანგ ნინუას, ტრანსპორტის, სერგი ჭილაიას და ზესტაფონის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, საბურთალოს, უნივერსიტეტის, ლიხაურის, თამაზ ჭილაძის, ვიქტორ დოლიძის, სიმონ ჩიქოვანის, ვახტანგ ჩიქოვანის, ბაკურციხის, კიტა ბუაჩიძის, კოსტავას, ომარ ფხაკაძის, ქარელის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების და ბაკურიანის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ვანის და კედიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), მტკვრის მარჯვენა სანაპიროს (ნაწილობრივ), სანაპირო კოსმონავტების, დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ), დიდუბის დასახლების, აკაკი წერეთელის გამზირის, ტრანსპორტის, პროლეტარის, სამტრედიის, რაფიელ აგლაძის, გუდაუთის, მირცხულავას, ვანის, ელიავას, ცემის, დავით ბაქრაძის, სტანისლავსკის, სპირიდონ კედიას, არჩილ ქურდიანის, გიორგი კვინიტაძის, უზნაძის, მიხეილ წინამძღვრიშვილის, ბაღის, წყალტუბოს, ნადირა ხოშარაულის და აკაკი ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way