გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 9 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ერმილე ბედიას, დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ), პეტრიწის (ნაწილობრივ), მინდელის, პოლიტკოვსკაიას და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ბახტრიონის, ფანასკერტელი-ციციშვილის, თამარაშვილის (ნაწილობრივ), ანდღულაძის, იყალთოს, ქარელის (ნაწილობრივ), ბასილაიას და ლიხაურის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, ახალშენის, ნასიძის, ბალანჩივაძეების, დოლიძის, ჩიქოვანის, იოსელიანის, ქარელის (ნაწილობრივ), ჭიათურის, ამირეჯიბის, რამიშვილის და ბზვანელის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და ვაგზლის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის, რაზმაძის, ფალიაშვილის (ნაწილობრივ) და გრიგოლ მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ) და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის მოსახლეობას.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.