USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 8 მაისს დენი გაეთიშებათ
Date:  508

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 8 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების X, Xა Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ჭოჭუას, ხევძმარის და  დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), გოთუას, გაგარინის, შარტავას, ფანჯიკიძის, იოსებიძის,  კანდელაკის, ონიაშვილის და  ბუდაპეშტის ქუჩების  მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის  მასივის III  კვარტლის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის  გამზირის და  ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IV, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის  ხევის დასახლების, ლესელიძის,  ხიზანიშვილის, ხერგიანის,  ვეკუას,  მამკოდის, შენგელაიას,  მორეტის და  ქურდაძის ქუჩების მოსახლეობას.  

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way